ეტიფანე
ეტიფანე, ეპიფანე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIII საუკუნის 20-იან წლებში. 1218 ეტიფანემ მოაწესრიგა ქ. ანისში მართლმადიდებელ სომეხ-ქართველ მოსახლეობასა და სამღვდელოებას შორის მომხდარი დიდი უთანხმოება, რომელიც გამოიწვია ანელი მღვდლების მიერ რელიგიური გადასახდელების (საქორწილო, მკვდრის წესის ასაგები და სხვ.) გადიდებამ. ეტიფანემ დაგმო მღვდლების საქციელი და სამჯერ შეამცირა რელიგიური გადასახდელები. ახალი ნიხრი, რომ მტკიცედ დაეცვათ, მან ქალაქის საჯარო ადგილას, ეკლესიის კედელზე თავისი სახელით სათანადო "ბრძანება" ამოაკვეთინა. ეტიფანემ ანისში რამდენიმე ახალი ეკლესია აკურთხა.
წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეტიფანეს სახელთან არის დაკავშირებული ორი წერილობითი ძეგლი — ანისის ქართული ეკლესიის 1218 წლის წარწერა და იენაშის ოთხთავი.
ჩვენამდე მოაღწია ეპიფანეს მიერ დაკვეთილმა ძვირფასი ქვებით შემკულმა იენაშის სახარებამ, რომელიც მას სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს. სახარების გარეკანზე მთელი ტანით, საკათალიკოსო შესამოსელში გამოხატულია თვით ეპიფანე, მხატვრობას ახლავს წარწერა, სადაც მოხსენიებულია მისი ღვაწლი[1].
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დონდუა ვ., საისტორიო ძიებანი, ტ. 1, თბ., 1967;
- ჯავახიშვილი ივ., სოციალური ბრძოლის ისტორია საქართველოში IX-XIII საუკუნეებში, ტფ., 1934;
- მისივე, ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ., 1966;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 242.