ელიოზი (გობირახისძე)
თემა
ელიოზი (ერისკაცობაში გობირახისძე) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1399-1419 წლებში. ზრუნავდა თემურლენგის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენისათვის, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (შეუძენია სოფლები მუხრანში, მიწები, გლეხები და ვენახები გორში, ატენში). 1401 გიორგი VII-ს დაამტკიცებინა სამეფო გადასახადებისაგან მცხეთის მამულების გათავისუფლების სიგელი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 129-130.
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000, გვ. 67–68