(Go: >> BACK << -|- >> HOME <<)

შინაარსზე გადასვლა

გიორგი მიქაუტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მიქაუტაძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
31 ოქტომბერი, 2000 (2000-10-31) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
ლიონი, საფრანგეთი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მეცი
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
2007–2008 ჟერლანი
2008–2015 ლიონი
2015–2016 სენ-პრი
2016–2018 მეცი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2018–2020 მეცი II 24 (9)
2019–2023 მეცი 42 (25)
2020–2022   სერენი 49 (28)
2023– აიაქსი 6 (0)
2024–   მეცი 19 (13)
ეროვნული ნაკრები
2021– საქართველო 29 (13)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 12 მაისი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 30 ივნისი, 2024

გიორგი მიქაუტაძე (დ. 31 ოქტომბერი, 2000, ლიონი, საფრანგეთი) — ქართველი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ „მეცის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიქაუტაძის დებიუტი „მეცში“ შედგა 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ. „მეცმა“ შეხვედრა ანგარიშით 1-4 წააგო.[1] 2019 წლის 10 დეკემბერს „მეცმა“ მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მიქაუტაძისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იყო.[2]

სერენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წელს იჯარით ის ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) გუნდ „სერენში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. ჩატარებული რვა შეხვედრიდან მიქაუტაძემ 6 მატჩში მოახერხა გატანა. მიქაუტაძემ „ლომელს“ 4 გოლი გაუტანა, 3-3 გაუტანა „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-ს“, 2 გაუტანა „მოლენბეკს“, ხოლო თითო გოლი „დეინცესა“ და „უნიონს“. მან გოლის გატანა ვერ მოახერხა „ვესტერლოსთან“ და „ლომელთან“ მატჩებში.[3]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთში დაბადებული მიქაუტაძე ქართული წარმოშობისაა.[4] 2021 წლის 25 მარტს შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. მიქაუტაძე თამაშში შეცვლაზე შემოვიდა. საქართველოს ნაკრები ანგარიშით 0–1 დამარცხდა.[5] პირველი გოლი ნაკრების მაისურით გაიტანა 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთთან ანგარიშით 2–1 მოგებულ შეხვედრაში. გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის საქართველოს ნაკრების პირველი გოლი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც მან თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა 2024 წლის 18 ივნისს. ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშში სამი გოლი გაიტანა და ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[6]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბელგიის მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი: 2020–21 (19 გოლი)
  • საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2022–23[7]
  • საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის გუნდის გუნდის წევრი: 2022–23
  • საქართველოს 2022–23 წლების სეზონის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი: „სარბიელის“ ვერსიით[8]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nice vs. Metz. soccerway.com
  2. Metz : Georges Mikautadze passe professionnel. L'Équipe
  3. გიორგი მიქაუტაძის ფენომენალური სტატისტიკა!... lelo.ge
  4. "მეცმა" ქართველთან კონტრაქტი გააფორმა - მიქაუტაძე ლოთარინგიაში სამი წელი ითამაშებს.
  5. Sweden vs Georgia. WC Qualification
  6. „ევრო 2024 | ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე მოხვდნენ“. 1TV. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. Trophées UNFP. Le Messin Georges Mikautadze élu meilleur joueur de Ligue 2
  8. ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
  9. ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ