(Go: >> BACK << -|- >> HOME <<)

შინაარსზე გადასვლა

Terraria

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:17, 17 აგვისტო 2013-ის ვერსია, Henry McCleanBot (განხილვა | წვლილი) (ოფიციალური ვებ-გვერდი - ოფიციალური საიტი, replaced: ოფიციალური ვებ-გვერდი → ოფიციალური სა using AWB)
Terraria
დეველოპერ(ებ)ი Re-Logic
გამომცემელი Steam
პლატფორმ(ებ)ი პერსონალური კომპიუტერი
ჟანრ(ებ)ი

მოქმედებით-სათავგადასავლო,

Sandbox, პლატფორმერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი
ვერსია 1.1.2

Terrariaკომპიუტერული თამაში მოქმედებით-სათავგადასავლო ჟანრში რომელიც შექმნა სტუდია Re-Logic-მა. თამაშში მოთამაშეს შეუძლია გამოიკვლიოს მსოფლიო, შექმნას ნივთები, ააშენოს შენობები და შეებრძოლოს სხვადასხვა არსებებს. Terraria-ს ხშირად ადარებენ Minecraft-ს[1]. Terraria-ს აქვს დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან[2].

თამაშის პროცესი

Terraria-ს თამაშის პროცესი

თამაშის დასაწყისში მოთამაშემ უნდა შექმნას პერსონაჟი და მსოფლიო. პერსონაჟისთვის შეიძლება შეირჩეს სქესი, ვარცხნილობა, თმის ფერი, თვალები, კანი, ტანსაცმელი, 3 სიძნელის დონე და სახელი. მსოფლისოთვის შეიძლება შეირჩეს ზომაც (პატარა, საშუალო, დიდი).

პერსონაჟის შექმნის შემდეგ, (პერსონაჟი მახსოვრდება და ამ პერსონაჟით შეიძლება თამაში სხვა მსოფლიოებში და სერვერებში. ასევე მახსოვრდება ნივთები.) ის ჩნდება შემთხვევით სგენერირებულ მსოფლიოში. მოთამაშეს თავიდან ეძლევა სპილენძის ნაჯახი, წერაქვი და ხანჯალი. მოთამაშეს არანაირი მიზანი არ აქვს ერთის გარდა: გადარჩეს. ნაჯახით ხის მოჭრა შეიძლება, წერაქვით მადანის, ქვის და მიწის მოპოვება, ხანჯალით (ან ხმლით)მონსტრების განადგურება (ასევე მონსტრების განადგურება შეიძლება ინსტრუმენტებითაც მაგრამ ამას მეტი დრო დასჭირდება). მოკლული მონსტრებიდან იყრება ნივთები, რომელიც პერსონაჟს დაეხმარება განვითარებაში.

სხვადასხვა მატერიალებით რომლებიც მოთამაშემ მოიპოვა თამაშის პროცესში, შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა ნივთები რომლებიც გაადვილებს და გაახალისებს თამაშს, მაგალითად ხისგან შეიძლება გაკეთდეს ხის კარი, ხის ინსტრუმენტები და ბევრი სხვა. იმისთვის რომ მოთამაშემ შეძლოს გააკეთოს გაცილებით რთული ნივთები მას სჭირდება სამუშაო მაგიდა, სამჭედლო, საკერავი მანქანა, სახერხი მანქანა რომლების დადგმა მოთამაშეს შეუძლია სახლში.

მოთამაშეს შეუძლია ააშენოს სახლი/ციხესიმაგრე, ცალკეულ ოთახებში სახლდებიან NPC პერსონაჟები, მაგალითად ვაჭრები რომლებიც მოთამაშეს ევაჭრებიან და ამარაგებენ ნივთებით.

გამოდის ხოლმე განახლებები რომლებიც Terraria-ს უმატებენ ახალ ნივთებს, მონსტრებს და სხვას. მაგალითად, 1.1 განახლების შემდეგ თამაშში დაემატა მავთულები რომლის საშუალებითაც მოთამაშეს შეეძლება ააგოს მოწყობილობები და მახეები.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Terraria&oldid=2531752“-დან