(Go: >> BACK << -|- >> HOME <<)

შინაარსზე გადასვლა

ჯოდელ ფერლანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოდელ ფერლანდი
Jodelle Ferland
საქმიანობა მსახიობი

ჯოდელ მიკა ფერლანდი (ინგლ. Jodelle Micah Ferland; დ. 9 ოქტომბერი 1994, ნანაიმო, კანადა) — კანადელი კინომსახიობი, რომელიც ამერიკასა (ჰოლივუდი) და კანადაში მოღვაწეობს.

ბიოგრაფია

ჯოდელ ფერლანდი დაიბადა ქალაქ ნანაიმოში (კანადა).[1] ყავს და მარიშა ფერლანდი და ძმა ჯერემი ფერლანდი, პირველი დის მსგავსად მსახიობია, ხოლო მეორე მუსიკოსია.[1] იგი ავსტრიელი, ბრიტანული და ფრანგული წარმოშობისაა.[2] მას უკვე 4 წლიდან იღებდნენ სარეკლამო კომპანიებში, სადაც საერთო ჯამში დაახლოებით 20-მდე ფირმის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ „Coca-Cola“, „Mattel“ და ასევე სატელევიზიო სერიალები (Smallville, Dark Angel და სხვ). ჯოდელ ფერლანდმა ახალგაზრდობაშივე გაითქვა სახელი და საკმაო პოპულარულობით სარგებლობდა. თავდაპირველად რამდენიმე წელი სერიალებში იღებდნენ, შემდეგ პირველად ითამაშა ფილმში „ქალთევზა“, სადაც განასახიერა Desi-ს სახე. ამ როლისთვის მას მიენიჭა ემის პრემია და ამით ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ნომიმანტი გახდა.

აღსანიშნავია, ასევე მისი როლი ფილმში „მოქცევათა ქვეყანა“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯეფრი (ჯეფ) ბრიჯესმა. ფილმის დასრულების შემდეგ რეჟისორმა ტერი გილიამმა აღფრთოვანება ვერ დამალა ჯოდელ ფერლანდის ტალანტის მიმართ. ერთი წლის შემდეგ ითამაშა საშინელებათა ფილმში „საილენტ-ჰილი“. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ფილმი „საქმე N39“, სადაც მასთან ერთად რენე ზელვეგერმა ითამაშა.

ჯოდელ ფერლანდი ფილმებში საკმაოდ დამაჯერებელია, შესანიშნავად უმკლავდება მძიმეხასიათის როლებს.

ამპლუა : დრამა, მელოდრამა, ფანტასტიკა, თრილერი.

ფილმოგრაფია

ბმულები

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Jodelle Ferland Biography (1994-). Filmreference.com (1994-10-09). ციტირების თარიღი: 2011-04-08.
  2. A Jodelle Ferland interview. Twilight-movie.org (2009-09-18). ციტირების თარიღი: 2011-04-08.