(Go: >> BACK << -|- >> HOME <<)

შინაარსზე გადასვლა

პოლი მკვდარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"პოლი მკვდარია" - ჯგუფ ბითლზის წევრის, პოლ მაკარტნის შესახებ გავრცელებული ჭორების სერია. პირველი ჭორი მუსიკოსის დაღუპვის შესახებ გაჟღერდა 1966 წელს. მაშინ ითქვა, რომ იგი ჩაანაცვლა ფიზიკურად და ჟღერადობით აბსოლუტურად იდენტურმა ადამიანმა.

როგორც წესი, საკუთარ თეორიებს ჯგუფის მსმენელები ქმნიან, გამომდინარე სხვადასხვა სიმღერიდან. დიდი როლი უკავია ალბომის ყდებსაც. მაგალითად, Abbey Road-ის ყდაზე მაკარტნი ქუჩაზე ფეხშიშველი გადადის. ამან ვიღაცებს გადააწყვეტინა, თითქოს პოლი ამ დროისათვის აღარ იყო ცოცხალი.

ასეთი ჭორების გავრცელების წყაროდ ხშირად თავად ჯგუფს თვლიან. ზოგიერთის თქმით, კოლექტივი, რომელმაც 1967 წლიდან შეწყვიტა საკონცერტო მოღვაწეობა, შიშობდა, თითქოს მისი პოპულარობა დაეცემოდა, ამიტომაც, სტუდიურ მოღვაწეობასთან ერთად, უცნაურ ჭორებს ავრცელებდა. ბითლზის ოთხივე წევრი ამას უარყოფდა.