იუტლანდიის ნახევარკუნძული
{{{სახელი}}} | |
---|---|
კოორდინატები: 55°37′46″ ჩ. გ. 9°12′03″ ა. გ. / 55.62944° ჩ. გ. 9.20083° ა. გ. | |
ქვეყანა | დანია, გერმანია |
ფართობი | 40000 კმ² |
აკვატორია | ჩრდილოეთის ზღვა, სკაგერაკის სრუტე, კატეგატის სრუტე, ბალტიის ზღვა |
მოსახლეობა | 2,513,601 |
იუტლანდიის ნახევარკუნძული (დან. Jylland; გერმ. Jütland) ისტორიულად კიმბრიის ნახევარკუნძული (დან. Den Kimbriske Halvø) – ნახევარკუნძული ევროპაში, მდებარეობს უმეტესად დანიის, ხოლო მცირე ნაწილი გერმანიის ტერიტორიაზე. სახელი მიიღო იუტიდან და კიმბრიიდან
აქ მდებარეობს ისტორიული რეგიონი იუტლანდია, რომელზეც მოქცეულია დანიის კონტინენტური ნაწილი. ნახევარკუნძულის სამხრეთი საზღვარი გადის გერმანიაში, მდინარე აიდერზე , დასავლეთით მდებარეობს დანიის კუნძული ფიუნი, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში ჩრდილოეთ იუტლანდიის კუნძული და სხვა მცირე კუნძულები.
დღეისთვის იუტლანდიის ნახევარკუძულზე მდებარეობს, დანიის შემდეგ რეგიონები: ჩრდილოეთი იუტლანდია, ცენტრალური იუტლანდია და სამხრეთი დანია.
აქ ტერიტორიას შედეარებით ბრტყელი ზედაპირი აქვს და მნიშვნელოვანი სიმაღლით არ გამოირჩევა, ნახევარკუნძულის დასავლეთი ვაკეები ძირითადად დაჭაობებულია.
რეგიონები
გეოგრაფიულად ნახევარკუნძულზე გამოიყოფა შემდეგი რეგიონები:
ჩრდილოეთი შლეზვიგი და სამხრეთი შლეზვიგი შედიოდა ისტორიული რეგიონის შლეზვიგის საჰერცოგოს შემადგენლობაში.
გეოგრაფია
ნახევარკუნძულის დანიური ნაწილის ფართობი შეადგენს 29,775 კმ² (11,496 კვადრატული მილი) და მოსახლეობა 2,513,601 (2007). მოსახლეობის სიმჭიდროვე 84 ადამიანი კმ²-ზე.
ყველაზე ჩრდილოური ნაწილი არის კუნძული ჩრდილოეთ იუტლანდია, რომელიც გამოყოფილია ლიმ-ფორდით, ეს ტერიტორია მაინც მიეკუთვნება იუტლანდიის ნახევარკუნძულს. 1825 წელს აქ მოხდა ძლიერი წყალდიდობა რის შედეგადაც მოხდა ამ ორი ტერიტორიის ერთმანეთიგან გამოყოფა.
ნახევარკუნძული მოქცეულია აღმოსავლეთიდან ბალტიის, ხოლო დასავლეთიდან ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო ზოლში. ჩრდილოეთიდან აკრავს კატეგატის და სკაგერაკის სრუტეები. სანაპირო ზოლის სიახლოვეს მრავალი მცირე ზომის კუნძული მდებარეობს.