(Go: >> BACK << -|- >> HOME <<)

Another Brick in the Wall (ქართ. მორიგი აგური კედელში) — ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Wall. იგი იყოფა სამ ნაწილად, რომლებიც ალბომში, სხვადასხვა ადგილზე ჟღერს. სამივე ნაწილის ავტორია როჯერ უოტერსი. ნაწილი II არის სკოლებში არსებული სასტიკი სისტემისა და ზოგადად, პანსიონატი სკოლების წინააღმდეგ საპროტესტო სიმღერა.[1] ცნობილია, რომ ამ სიმღერას მღეროდნენ აფრიკაში, აპარტეიდის რეჟიმის საპროტესტო აქციების დროს.[2] „Another Brick in the Wall Part 2“ ასევე გამოიცა სინგლის სახით და იქცა ჯგუფის ერთადერთ #1 ჰიტ სინგლად ბრიტანეთში, აშშ-ში, დასავლეთ გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. აშშ-ში, სიმღერებთან „Run Like Hell“ და „Don't Leave Me Now“ ერთად, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა დისკო ჩარტის 57-ე პოზიციაზე.[3] იგი იყო ჯგუფის პირველი ბრიტანული სინგლი, გამოცემული 1968 წლის Point Me at the Sky-ს შემდეგ. იგი ასევე იყო 1970-იანი წლების უკანასკნელი #1 სინგლი. „Another Brick in the Wall Part 2“ გახდა „გრემის“ ნომინანტი „როკ დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო შესრულების“ კატეგორიაში (ჯილდო ბობ სეგერის სიმღერამ „Against the Wind“ მიიღო). გარდა ამისა, „Another Brick in the Wall Part 2“ მოხვდა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ სიის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერა“ #375 ადგილზე. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა სინგლის 4 მილიონზე მეტი ასლი.

„Another Brick in the Wall“
პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
გამოსვლის თარიღი 30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი)
8 დეკემბერი 1979 (აშშ)
ჩაიწერა აპრილი-ნოემბერი 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 8:26 (სამივე ნაწილი)
3:15 (ნაწილი1: სინგლის ვერსია)
4:00 (ნაწილი 2)
1:11 (ნაწილი 3)
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest (ბრიტანეთი)
Columbia (აშშ)
Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი როჯერ უოტერსი
პროდიუსერი ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი
The Wallსიმღერები

როგორც სინგლი, ასევე ალბომი The Wall სამხრეთ აფრიკაში, 1980 წელს აკრძალული იქნა, როდესაც რასობრივი უთანასწორობის გამო სკოლების ბოიკოტის ფარგლებში არსებული მოძრაობის მონაწილეებმა სიმღერა საკუთარ ჰიმნად აქციეს.[4]

სიმღერა

ნაწილი I

კომპოზიციური წყობა

ეს ნაწილი საკმაოდ მშვიდია თავისი ჟღერადობით და თან ახლავს ინსტრუმენტული იმპროვიზაცია, გიტარის თანხლებით. უოტერსის ვოკალი ნაზია, რაც განსხვავდება შემდეგი ნაწილების აგრესიული ტონისგან (თუმცა ერთ-ერთ მომენტში როჯერი ხმამაღლა გაჰყვირის სტრიქონს).

სიუჟეტი

The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.

ამ სიმღერაში „The Thin Ice“-ს, რომელშიც განიხილება კედელში აგურების დამატების მთავარი მიზეზები, მოჰყვება ალბომის გმირის მამის ისტორია.

ფილმის ვერსია

ფილმში პინკი (მთავარი გმირი) თავის დედასთან ერთად სათამაშო მოედანზე აღმოჩნდება. იგი თამაშობს სხვა ბავშვებთან, შემდეგ კი მიდის მამაკაცთან (რომელიც მას მოეწონება, რადგანაც ყველა ადამიანში ეძებს მამას) და სთხოვს ყურადღების მიქცევას. მამაკაცი სტოვებს მას, თავის შვილებთან ერთად. გულგატეხილი და ჩაფიქრებული პინკი საქანელაზე ჯდება.

ნაწილი II

„Another Brick in the Wall“
პინკ ფლოიდი
ალბომიდან The Wall
B-მხარე One of My Turns
გამოსვლის თარიღი 1979
ჩაიწერა აპრილი - ნოემბერი, 1979
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:00
ხმისჩამწერი ლეიბლი Harvest Records (ბრიტანეთი), Columbia Records (აშშ)/Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი როჯერ უოტერსი

კომპოზიცია

ალბომის ვერსიაში Another Brick in the Wall, Part II უერთდება წინა კომპოზიციას The Happiest Days of Our Lives, როჯერ უოტერსის ნაცნობი კივილის თანხლებით. სიმღერა გამოირჩევა დასარტყამი ინსტრუმენტების რითმით, ბას- და ელექტრონული გიტარების ცნობილი პარტიებით. სიმღერაში ასევე ჟღერს ბავშვთა გუნდის ხმები, ხოლო დასასრულს - მასწავლებლის ხმა, რომელიც მოსწავლეს დასცინის და უთითებს, რომ ’ხორცი უნდა მიირთვას, სხვა შემთხვევაში კი პუდინგს ვერ დაიმსახურებს’.

გუნდი

მეორე ნაწილისათვის პროდიუსერმა ბობ ეზრინმა ინჟინერ ნიკ გრიფითსს დაავალა ბავშვთა გუნდის ხმების ჩაწერა. გრიფითსი ეწვია სტუდიასთან ახლოს მდებარე ისლინგტონის მწვანე სკოლას, სადაც გაესაუბრა მუსიკის მასწავლებელ ალან რენშოუს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ამისათვის 1000 £ გადაუხადეს, 2004 წელს დადგინდა, რომ თითოეულ სტუდენტს უნდა მიეღო დაახლოებით 200 £.

სიუჟეტი

მასწავლების მხრიდან უხეში დამოკიდებულების გამო ალბომის გმირი პინკი ოცნებობს იმაზე, თუ რა მოხდება, თუკი სკოლის ყველა მოსწავლე აუჯანყდება მასწავლებლებს.

ფილმის ვერსია

სიმღერის The Happiest Days of Our Lives პინკი წარმოიდგენს, რომ სკოლა გადამამუშავებელი ქარხნის მსგავსი რამ არის - ხორცის სატკეპნი მანქანით, სადაც მოსწავლეებს ყრიან და ჭიებად აქცევენ. დევიდ გილმორის სოლოს მოჰყვება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ანადგურებენ მოსწავლეები სკოლას. როგორც კი სიმღერა წყდება, პინკი კვლავ კლასს და გაკვეთილს უბრუნდება.

მუსიკალური ვიდეო

ფილმამდე, სარეკლამო მიზნით ასევე გამოვიდა პრომო-ვიდეო, რომლის რეჟისორია ალან პარკერი. ამ პრომო-ფილმში გამოყენებულია ჯერალდ სკარფის ორიგინალური ანიმაციური რგოლი და განსხვავებული, უფრო თანამედროვე სკოლის კადრები, ასევე მასწავლებლის გასაბერი მარიონეტი, რომელიც ჩნდებოდა ჯგუფის კონცერტების მსვლელობისას.

სხვა ვერსიები

  • სინგლის ვერსიის ხანგრძლივობაა 3 წუთი და 11 წამი.
  • 1981 წლის კრებულში A Collection of Great Dance Songs წარმოდგენილია ვერსია, რომლის ხანგრძლივობაა 3 წუთი და 11 წამი.
  • ვერსიებში ალბომებიდან Delicate Sound of Thunder და P*U*L*S*E ჟღერს როგორც გილმორის მთავარი სოლო, ასევე დამატებითი სოლოები, შესრულებული ტიმ რენვიკის მიერ. ამას თან ახლავს ბას-გიტარისტ გაი პრეტის პარტიაც. ალბომზე Delicate Sound of Thunder ბავშვების გუნდის ხმები ჟღერს ფონოგრამიდან, ხოლო ალბომზე P*U*L*S*E ამის გარდა, დამატებითი ვოკალისტების ხმებიც გაისმის.
  • ალბომში Is there anybody out there? The Wall Live 1980-1981 (რომელშიც შეტანილია ერლს კორტის 1980-1981 წლების კონცერტების ჩანაწერები) ჟღერს სნოუი უაიტის და რიჩარდ რაიტის ვრცელი სოლოები.
  • 1990 წელს ალბომამდე The Wall Live in Berlin გამოვიდა პრომო-დისკი (Mercury CSK 2126) ამ სიმღერის ვერსიით, რომელიც მხოლოდ როჯერ უოტერსის და ბავშვების ვოკალს შეიცავს. იგი ჩაიწერა უოტერსის მხარდამჭერ ბენდთან Bleeding Heart Band ერთად.
  • ფილმში The Wall Live in Berlin ამ სიმღერას ასრულებს სინდი ლოუპერი. რიკ დიფონზო უკრავს ორიგინალურ სოლოს, სნოუი უაიტი - დამატებით სოლოს, პიტერ ვუდი - ორღანის სოლოს, ხოლო თომას დოლბი - სინთეზატორზე.
  • კრებულში Echoes: The Best of Pink Floyd ერთად შეტანილია The Happiest Days of Our Lives და სიმღერის ეს ნაწილი.

სქოლიო

  1. 'Wall' a perfect mix of rock, film. The State News. ციტირების თარიღი: 11 May 2011.
  2. Counting out time Pink Floyd the wall – song was banned in South Africa in 1980. Dprp.net (30 November 1979). ციტირების თარიღი: 11 May 2011.
  3. Whitburn, Joel (2004). Hot Dance/Disco: 1974–2003. Record Research, გვ. 203. 
  4. (UPI) "South Africa Bans Floyd's 'The Wall'" The New York Times 15 July 1980: C6

თარგი:Link GA