(Go: >> BACK << -|- >> HOME <<)

შინაარსზე გადასვლა

Terraria: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება, დაემატა ახალი ცნობები
განახლდა მოძველებული მონაცემები
ხაზი 7: ხაზი 7:
[[Sandbox]], [[პლატფორმერი]]
[[Sandbox]], [[პლატფორმერი]]
| დეველოპერები = Re-Logic
| დეველოპერები = Re-Logic
| გამომცემელი = [[Steam]]
| გამომცემელი = Re-Logic, 505 Games
| შემქნელები =
| შემქნელები =
| დიზაინერები =
| დიზაინერები =
ხაზი 17: ხაზი 17:
| რეჟიმები = ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი
| რეჟიმები = ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი
| შეფასება =
| შეფასება =
| პლატფორმები = [[Microsoft Windows]]
[[PlayStation 3]]
[[Xbox 360]]
[[PlayStation Vita]]
[[Windows Phone]]
[[Android]]
[[iOS]]
[[PlayStation 4]]
[[Xbox One]]

| პლატფორმები = [[პერსონალური კომპიუტერი]]
| მედია =
| მედია =
| მოთხოვნილებები =
| მოთხოვნილებები =

17:57, 23 ივნისი 2014-ის ვერსია

Terraria
დეველოპერ(ებ)ი Re-Logic
გამომცემელი Re-Logic, 505 Games
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
PlayStation 3
Xbox 360
PlayStation Vita
Windows Phone
Android
iOS
PlayStation 4
Xbox One
ჟანრ(ებ)ი

მოქმედებით-სათავგადასავლო,

Sandbox, პლატფორმერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმომხმარებლიანი, მრავალმომხმარებლიანი
ვერსია 1.2.4.1
საიტი ოფიციალური საიტი

Terrariaკომპიუტერული თამაში მოქმედებით-სათავგადასავლო ჟანრში რომელიც შექმნა სტუდია Re-Logic-მა. თამაშში მოთამაშეს შეუძლია გამოიკვლიოს მსოფლიო, შექმნას ნივთები, ააშენოს შენობები და შეებრძოლოს სხვადასხვა არსებებს. Terraria-ს ხშირად ადარებენ Minecraft-ს[1]. Terraria-ს აქვს დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან[2].

თამაშის პროცესი

Terraria-ს თამაშის პროცესი

თამაშის დასაწყისში მოთამაშემ უნდა შექმნას პერსონაჟი და მსოფლიო. პერსონაჟისთვის შეიძლება შეირჩეს სქესი, ვარცხნილობა, თმის ფერი, თვალები, კანი, ტანსაცმელი, 3 სირთულის დონე და სახელი. მოთამაშეს შეუძლია მსოფლიოს ზომაც შეურჩიოს (პატარა, საშუალო, დიდი).

პერსონაჟის შექმნის შემდეგ, (პერსონაჟი მახსოვრდება და ამ პერსონაჟით შეიძლება თამაში სხვა მსოფლიოებში. ასევე მახსოვრდება ნივთები) ის ჩნდება შემთხვევით გენერირებულ მსოფლიოში. მოთამაშეს თავიდან ეძლევა სპილენძის ნაჯახი, წერაქვი და ხანჯალი. მოთამაშეს არანაირი მიზანი არ აქვს ერთის გარდა გადარჩეს. ნაჯახით ხის მოჭრა შეიძლება, წერაქვით მადანის, ქვის და მიწის მოპოვება, ხანჯალით (ან ხმლით) მონსტრების განადგურება (ასევე მონსტრების განადგურება შეიძლება ინსტრუმენტებითაც მაგრამ ამას მეტი დრო დასჭირდება). მოკლული მონსტრებიდან იყრება ნივთები, რომელიც პერსონაჟს დაეხმარება განვითარებაში.

სხვადასხვა მატერიალებით რომლებიც მოთამაშემ მოიპოვა თამაშის პროცესში, შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა ნივთები რომლებიც გაადვილებს და გაახალისებს თამაშს, მაგალითად ხისგან შეიძლება გაკეთდეს ხის კარი, ხის ინსტრუმენტები და ბევრი სხვა. იმისთვის რომ მოთამაშემ შეძლოს გააკეთოს გაცილებით რთული ნივთები მას სჭირდება ხელობის სხვადასხვა სადგურები: სამუშაო მაგიდა, სამჭედლო, საკერავი მანქანა, სახერხი მანქანა რომლების დადგმა მოთამაშეს შეუძლია სახლში.

მოთამაშეს შეუძლია ააშენოს სახლი/ციხესიმაგრე, ცალკეულ ოთახებში სახლდებიან NPC პერსონაჟები, მაგალითად ვაჭრები რომლებიც მოთამაშეს ევაჭრებიან და ამარაგებენ ნივთებით, ეს მაშინ ხდება თუ ოთახში არის კედლები, შუქის წყარო, სკამი, მაგიდა. თუ ოთახი დაინგრევა NPC ეძებს ახალ ადგილს საცხოვრებლად.

გამოდის ხოლმე განახლებები რომლებიც Terraria-ს უმატებენ ახალ ნივთებს, მონსტრებს და სხვას. მაგალითად, 1.1 განახლების შემდეგ თამაშში დაემატა მავთულები რომლის საშუალებითაც მოთამაშეს შეეძლება ააგოს მოწყობილობები და მახეები.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Terraria&oldid=2707219“-დან