(Go: >> BACK << -|- >> HOME <<)

შინაარსზე გადასვლა

ზურაბ ხიზანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10: ხაზი 10:
|სიმაღლე = 185 სმ
|სიმაღლე = 185 სმ
|პოზიცია = [[მცველი (ფეხბურთი)|მცველი]]
|პოზიცია = [[მცველი (ფეხბურთი)|მცველი]]
|მიმდინარე კლუბი = [[სამტრედია (საფეხბურთო კლუბი)|სამტრედია]]
|მიმდინარე კლუბი = კარიერა დაასრულა
|ნომერი = -
|ნომერი =
|ახალგაზრდული წელი1 =
|ახალგაზრდული წელი1 =
|ახალგაზრდული კლუბი1 =
|ახალგაზრდული კლუბი1 =
ხაზი 74: ხაზი 74:
|გოლი13 =1
|გოლი13 =1
|გოლი14 =6
|გოლი14 =6
|სულ მატჩი = 357
|სულ გოლი = 11
|ეროვნული წელი1 = 1996–1997
|ეროვნული წელი1 = 1996–1997
|ეროვნული წელი2 = 1998
|ეროვნული წელი2 = 1998
ხაზი 91: ხაზი 93:
|ეროვნული გოლი4 = 1
|ეროვნული გოლი4 = 1
|მედლის თარგები =
|მედლის თარგები =
|კლუბი-განახლება = 3 თებერვალი, 2015
|კლუბი-განახლება = 23 ოქტომბერი, 2017
|ეროვნული ნაკრები-განახლება =
|ეროვნული ნაკრები-განახლება =
}}
}}
ხაზი 97: ხაზი 99:
[[ფაილი:Zurab Khizanishvili Kayserispor.JPG|thumb|240პქ|„ქაისერისფორში“]]
[[ფაილი:Zurab Khizanishvili Kayserispor.JPG|thumb|240პქ|„ქაისერისფორში“]]
|}
|}
'''ზურაბ ხიზანიშვილი''' (დ. [[6 ოქტომბერი]], [[1981]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, წარსულში ასევე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის [[ნოდარ ხიზანიშვილი]]ს ვაჟი. ამჟამად საქართველოს U21 ფეხბურთელთა ნაკრების დამხმარე მწვრთნელი.
'''ზურაბ ხიზანიშვილი''' (დ. [[6 ოქტომბერი]], [[1981]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, წარსულში ასევე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, [[ნოდარ ხიზანიშვილი]]ს ვაჟი. ამჟამად [[საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები|საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების]] მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.


ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ [[შოტლანდია|შოტლანდიურ]] კლუბ [[დანდი (საფეხბურთო კლუბი)|„დანდიში“]] გადავიდა. დანდიში ჩატარებული რამდენიმე მშვენიერი სეზონის შემდეგ გადავიდა შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ [[რეინჯერსი (საფეხბურთო კლუბი)|„რეინჯერსში“]]. იყო ინგლისური კლუბ [[ბლექბერნ როვერსი (საფეხბურთო კლუბი)|„ბლექბერნ როვერსის“]], [[ნიუკასლ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ნიუკასლ იუნაიტედსა“]] და [[რედინგი (საფეხბურთო კლუბი)|„რედინგის“]] წევრი. [[თურქეთი|თურქულ]] [[ქაისერისფორი (საფეხბურთო კლუბი)|„ქაისერისფორში“]] თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის „დინამოში“ და შემდეგ [[სამტრედია (საფეხბურთო კლუბი)|„სამტრედიაში“]] განაგრძო, საიდანაც ბაქოს „ინტერში“ გადაბარგდა, სადაც 2017 წელს დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა.
ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ [[შოტლანდია|შოტლანდიურ]] კლუბ [[დანდი (საფეხბურთო კლუბი)|„დანდიში“]] გადავიდა. დანდიში ჩატარებული რამდენიმე მშვენიერი სეზონის შემდეგ გადავიდა შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ [[რეინჯერსი (საფეხბურთო კლუბი)|„რეინჯერსში“]]. იყო ინგლისური კლუბ [[ბლექბერნ როვერსი (საფეხბურთო კლუბი)|„ბლექბერნ როვერსის“]], [[ნიუკასლ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ნიუკასლ იუნაიტედსა“]] და [[რედინგი (საფეხბურთო კლუბი)|„რედინგის“]] წევრი. [[თურქეთი|თურქულ]] [[ქაისერისფორი (საფეხბურთო კლუბი)|„ქაისერისფორში“]] თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის „დინამოში“ და შემდეგ [[სამტრედია (საფეხბურთო კლუბი)|„სამტრედიაში“]] განაგრძო, საიდანაც ბაქოს „ინტერში“ გადაბარგდა, სადაც 2017 წელს დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა.
ხაზი 221: ხაზი 223:
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}


{{სამტრედიის შემადგენლობა}}
{{შოტლანდიის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის წლის ახალგაზრდა მოთამაშე}}
{{შოტლანდიის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის წლის ახალგაზრდა მოთამაშე}}



18:00, 23 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიზანიშვილი.
ზურაბ ხიზანიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზურაბ ხიზანიშვილი
დაბადების
თარიღი
6 ოქტომბერი, 1981 (1981-10-06) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კარიერა დაასრულა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–1999 დინამო თბილისი 2 (1)
1999–2000 ნორჩი დინამოელი 9 (0)
2000–2001 ლოკომოტივი თბილისი 16 (1)
2001–2003 დანდი 43 (0)
2003–2006 რეინჯერსი 42 (0)
2005-2006ბლექბერნი (იჯარით) 26 (1)
2006–2011 ბლექბერნ როვერსი 36 (0)
2009ნიუკასლი (იჯარით) 7 (0)
2010რედინგი (იჯარით) 15 (0)
2010–2011რედინგი (იჯარით) 22 (0)
2011-2014 ქაისერისფორი 76 (1)
2014-2015 დინამო თბილისი 4 (0)
2015 სამტრედია 14 (1)
2015-2017 ინტერი ბაქო 50 (6)
სულ 357 (11)
ეროვნული ნაკრები
1996–1997 საქართველო 17 წლ. 9 (1)
1998 საქართველო 19 წლ. 8 (0)
1999-2000 საქართველო 21 წლ. 3 (1)
1999-2013 საქართველო 92 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 ოქტომბერი, 2017
„ქაისერისფორში“

ზურაბ ხიზანიშვილი (დ. 6 ოქტომბერი, 1981, თბილისი) — ქართველი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, წარსულში ასევე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟი. ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე.

ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“ გადავიდა. დანდიში ჩატარებული რამდენიმე მშვენიერი სეზონის შემდეგ გადავიდა შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „რეინჯერსში“. იყო ინგლისური კლუბ „ბლექბერნ როვერსის“, „ნიუკასლ იუნაიტედსა“ და „რედინგის“ წევრი. თურქულ „ქაისერისფორში“ თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის „დინამოში“ და შემდეგ „სამტრედიაში“ განაგრძო, საიდანაც ბაქოს „ინტერში“ გადაბარგდა, სადაც 2017 წელს დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა.

კარიერა

საკლუბო

ზურაბ ხიზანიშვილმა საფეხბურთო კარიერა 18 წლის ასაკში, „დინამოში“ დაიწყო, სადაც მამამისმა ნოდარ ხიზანიშვილმა დინამოს ძლიერების ზენიტის წლები გაატარა. დინამოში ხიზანიშვილმა ერთი სეზონი დაჰყო, მომავალ სეზონში კი საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კვლავ შეიცვალა კლუბი. ამჯერად მისი ახალი კლუბი ასევე თბილისური „ლოკომოტივი“ გახდა. „ლოკომოტივიდან“ კი უცხოეთში, შოტლანდიის საფეხბურთო კლუბ „დანდიში“ გადავიდა. ქართველი ფეხბურთელის შოტლანდიაში გადასვლამ შოტლანდიაში დიდი აჟიოტაჟი გამიოწვია და ბრიტანეთის მასშტაბით არცთუ გამორჩეული კლუბი, მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. შოტლანდიურმა გამოცემა „კურიერმა“ ახალგაზრდა ქართველი „ლიდს იუნაიტედის“ მცველ რიო ფერდინანდს შეადარა. შოტლანდიურ კლუბში ხიზანიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გიორგი ნემსაძის რეკომენდაციით მოხვდა, რომელიც აქ თამაშობდა და კაპიტანიც იყო.

„დანდიში“ ჩინებული თამაშის შემდეგ მისით შოტლანდიური გრანდი „გლაზგო რეინჯერსი“ დაინტერესდა. 2003 წელს ზურა რეინჯერსში გადავიდა, კარგადაც ათამაშდა, მაგრამ ბოლო დროს მწვრთნელი ალექს მაკლიში ქართველ მცველს აღარ ენდობოდა, ხიზანიშვილიც იძულებული გახდა სხვა კლუბი მოეძებნა. ეს სხვა კლუბი კი ინგლისის პრემიერლიგის კლუბი „ბლექბერნ როვერსი“ იყო. თავიდან ხაზანიშვილ იჯარით ერთი სეზონით აიყვანეს, შემდეგ კი მან გუნდთან კონტრაქტიც გააფორმა. მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა დიდი ნდობა გამოუცხადა ზურაბ ხიზანიშვილს, პირველი ორი სეზონი რეგულარულადაც ათამაშებდა, მაგრამ შემდგომში უელსელმა სპეციალისტმა ხიზანიშვილი სათადარიგო სკამზე დასვა და იშვიათად აძლევდა თავის გამოჩენის შანსს. 2008 წელს „ბლექბერნის“ მწვრთნელი პოლ ინსი გახდა, შემდეგ კი სემ ელერდაისი, თუმცა ქართველი ფეხბურთელი მაინც მოკლებული იყო ჩვეულ სათამაშო პრაქტიკას. 2009 წელს ზურა ხიზანიშვილი ინგლისის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადავიდა იჯარით. 2009 წლის მიწურულს კი ჩემპიონშიპის კლუბ „რედინგში“ გადავიდა ისევ იჯარის წესით. 2011-2014 წლებში თურქეთის გუნდ „ქაისერისფორში“ თამაშობდა და 76 თამაში ჩაატარა. 2014 წელს თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა[1], რომლის მაისურითაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში. 2014-15 წლების პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, დეკემბერში კონტრაქტის ვადა ამოიწურა, კლუბმა გახანგრძლივება არ შესთავაზა და უკლუბოდ დარჩა.[2] 2015 წლის იანვრიდან საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.[3]

სანაკრებო

ზურაბ ხიზანიშვილის სანაკრებო კარიერა დაიწყო 1999 წლის 5 ივნისს. მალე იგი ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს, სადაც მან 8 თამაში ჩაატარა. მისი რეგულარული სანაკრებო კარიერა 2000 წლიდან დაიწყო. 2007 წელს ზურას კონფლიქტი მოუვიდა საქართველოს ეროვნლი ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან, თუმცა ტოპმიოლერის შემცვლელმა, ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა პეტარ სეგრტმა გამოცდილი მცველი ნაკრებში დააბრუნა. ნაკრების შემდეგი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია ხიზანიშვილს ხშირად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა. 2013 წელს ხიზანიშვილმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა[4]

სანაკრებო გოლები

გოლი თარიღი ადგილი მოწინააღდეგე ანგარიში შედეგი ტურნირი
1 2009-06-06 მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი, საქართველო მოლდოვის დროშა მოლდოვა 1 – 2 1–2 ამხანაგური

საკლუბო სტატისტიკა

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ლიგის თასი ევროთასები სხვა ტურნირები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
დინამო თბილისი 1998-99 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
თბილისი 1999-00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ლოკომოტივი თბილისი 2000-01 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
დანდი 2000-01 5 0 0 0 0 0 0 0 0 0 5 0
2001-02 18 0 0 0 2 0 0 0 0 0 20 0
2002-03 16 0 5 0 1 0 0 0 0 0 22 0
ჯამში 39 1 5 0 3 0 0 0 0 0 47 0
გლაზგო რეინჯერსი 2003-04 25 0 1 0 2 0 8 0 0 36 0 0
2004-05 14 0 1 0 2 0 6 0 0 0 23 0
ჯამში 29 0 2 0 4 0 14 0 0 0 59 0
ბლექბერნ როვერსი 2005-06 24 1 2 0 4 1 0 0 0 0 30 2
2006-07 17 0 3 0 1 0 6 0 0 0 27 0
2007-08 10 0 1 0 1 0 0 0 0 0 12 0
2008-09 3 0 4 0 3 0 0 0 0 0 10 0
ჯამში 54 1 10 0 9 1 6 0 0 0 79 2
უცხოური კარიერის ჯამური შედეგები 122 2 17 0 16 1 20 0 0 0 185 2

ტიტულები

პირადი ცხოვრება

ზურაბ ხიზანიშვილი დაიბადა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ოჯახში. ჰყავს მეუღლე, მოდელი სალომე ღვინიაშვილი და 3 შვილი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დინამოს ზურაბ ხიზანიშვილი შეუერთდა. „დინამოს“ ოფიციალური საიტი. 14 სექტემბერი, 2014
  2. სიმართლე გითხრათ თუ შევალამაზო? ზურაბ ხიზანიშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 22 დეკემბერი, 2014.
  3. "სამტრედიაში" მისულმა ზურაბ ხიზანიშვილმა გოლი პირველსავე მატჩში გაიტანა ,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“, 3 თებერვალი, 2015.
  4. ხიზანიშვილი: ეროვნული ნაკრებიდან მივდივარ ჟურნალი „ტაბულა“ ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2013